Thursday, October 18, 2012

       ნივთიერების შედგენილობა-მოლეკულა, ატომი


ყველა საგანი, ცოცხალი თუ არაცოცხალი ბუნება და თვით ადამიანი ნივთიერებებისგან შედგება. მაგრამ რისგან შედგება თვით ნივთიერება? სადამდე შეიძლება დავიყვანოთ ნივთიერებს დაოფა? 2500 წლის წინ ბერძენმა ფილოსოფოსებმა დემოკრიტემ და ლევკიპემ გამოთქვეს მოსაზრება ატომების შესახებ. თუმცა ისინი ატომებს უწოდებდნენ იმას რასაც ჩვენ მოლეკულებს ვეძახდით ამიტომ მათ შეძლეს აეხსნათ მხოლოდ ფიზიკური მოვლენები. როგორიცაა მზიან ამინდში სველი ქსოვილის გაშრობა, სუნის გავრცელება, ცვეთა და სხვა...
                 დღეს ექსპერიმენტალურ საფუძველზე დამტკიცებულია მოლეკულების და ატომების არსებობა. 1860 წელს ქიმიკოსთა საერთოშორისო ყრილობაზ, ქ.კარსრულში, საყოველთაოდ აღიარეს ატომებისა და მოლეკულების ლიარული არსებობა და ჩამოაყალიბეს ცნებად:

   მოლეკულა არის ნივთიერების უმცირესი ნაწილაკი, რომელიც ინარჩუნებს ამ ნივთიერების შედგენილობას და ქიმიურ თვიებებს

ატომი არის ქიმიურად განუყოფელი უმირესი ნაწილაკი, რომელიც შედის მოლეკულის შედგენილობაში.

წარმოდფენები ატომებისა და მოლეკულების შესახებ გაერთიანებულა ატომურ-მოლეკულუ თეორიად. ამ თეორიის ძირითადი დებულებები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:


  1. ნივთიერებები იშლება არა უსასრულოდ, არამედ მოლეკულებამდე. ერთი და იგივე ნივთიერებების მლეკულები ერთნაირია.
  2. იზიკური მოვლენების დროს მოლეკულები არ იცვლებიან. ქიმიური მოვლენების დროს ერთი ნივთიერების მოლეკულები გარდაიქმნებიან სხვა ნივთიერების მოლეკულებად.
  3. მოლეკულები შედგება ატომებისაგან. ატომთა ცალკეულ სახეობას ქიმიური ელემენი ეწოდება. ერთი ელემენტის ატომებ ერთნაირია თუმცა განსხვავდება სხვა ელემენტის ატომებისაგან.
  4. ატომი ქიმიურად განუყოფელი ნაწილაკია. ატომები, მლეკულებისგან განსხვავეით ქიმიური მოვლენების დროს არ იცვლებიან. ისინი უცვლელად გადადიან ერთი ნივთიერების შედგენილობიდან მეორე ნივთიერების შედგენილობაში.
  5. ქიმიური რეაქციის სედეგად მიღებულ ახალ ნივთიერებათა მოლეკულები აგებულია იმავე ატომებისგან. რისგანაც შედგებოდა რეაქციაში მონაწილე ნივთიერება.
         6 .ატომები და მოლეკულები მუდმივად მოძრაობენ. რაც დასტურდება თუნდაც                      ქიმიური რეაქციებით.
 

როგორ შეიძლება დავამტკიცოთ რომ მოლეკულები და ატომები მოძრაობენ? 

თუ ოთახში დავდგამთ ნაფტალინის კრისტალებს ჩვენ ნამდვილად შევიგრძნობთ მის სუნს.








     

2 comments:

  1. 2xbet korean - legalbet.co.kr
    Get 1xbet korean the best งานออนไลน์ price on 샌즈카지노 2xbet korean. Online sportsbook, 2xbet, betting sportsbook and more.

    ReplyDelete