ატომები პაწაწინა ნაწილაკებია. ყოველივე არსებული ამ ნაწილაკებისგან შედგება. წარმოუდგენელია იმის წარმოდგენა რამდენად პატარაა ატომი. 100 მილიონი ატომი მხოლოდ 1 სანტიმეტრს შეადგენს, ხოლო ერთი თაბახის ფურცლის სისქე, შესაძლოა მილიონ ატომს უდრიდეს.
სუბატომური ნაწილაკები
ატომი შედგება კიდევ უფრო მცირე
ნაწილაკებისგან, რომლებსაც სუბატომურ
ნაწილაკებსაც უწოდებენ.
ყოველი ატომის შუაგულში მოთავსებულია
ბირთვი. იგი ორი სახის სუბატომურ ნაწილაკებს-
პროტონებსა და ნეიტრონებს-შეიცავს
მესამე სახის სუბატომური
ნაწილაკები, რომლებსაც
ელექტრონები ეწოდება, ბირთვის გარშემო
მოძრაობენ. ელექტრონები განლაგდებიან
განსხვავებულ დონეებზე ანუ შრეებზე.
ყოველ შრეზე ელექტრონებს განაზღვრული
რაოდენობა ეტევა. როცა ერთი შრე ივსება. იწყება ახლის შევსება.
სუბატომურ ნაწილაკებს,
რომელთაგანაც ატომი შედგება,
ერთმანეთთან ელექტრული
ძალები აკავებს. საწინააღმდეგო
ნაწილაკები ერთმანეთს იზიდავენ.
პროტონებს დადებითი მუხტი
აქვს, ხოლო ელექტრონებს-
უარყოფითი. ნეიტრონებს
ელექტრული მუხტი საერთოდ
არ გააჩნიათ, ამიტომ ისინი
ნეიტლარულია.
რამოდენიმე ცდა:
1. ჟანგბადით სავსე ციინდრში შევიტანოთ ჰაერზე მბჟუტავინახშირი. შევამჩნევთ, რომ იგი სითეთრემდე გავარვარდება და უალოდ დაიწვება. წვა ჰაერშიც ხდება, მაგრამ სუფტა ჟანგბადში უფრო ენერგიულად მიმდინარეობს.2. წყლიან სინჯარაში ან მინის ჯამში ჩავაგდოთ ნატრიუმის პატარა ნაჭერი. შევამჩნევთ, რომ ნატრუმი წყლის ზედაპირზე ტივტივებს, რეაქციის დროს გამოყოფილი სითბოს ხარჯზე ლღვება და შიშინით გამოყოფს აირს. თუ ანთებულ სანთელს მივუახლოვებთ, აირი აალდება და ალმოდებული მეტალი აგრძელებს ,,სირბილს" წყლის ზედაპირზე.
3. ფაიფურის ჯამში ფრთხილად ჩავყაროთ მცირე რაოდენობით კალციუმის ოქსიდი და ფრთხილად დავასხათ წყალი. რას შეამჩნევთ?
რეაქცია მიმდინარეობს დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფით. გამოყოფილი სითბოს ხარჯზე წყალი იწყებს დუღილს.
No comments:
Post a Comment