Saturday, October 20, 2012

                                       მოლეკულები

ატომები თავისუფალი სახით იშვიათად გვხვდება. ისინი ძირითადად ერთდებიან და მოლეკულურ ან კრისტალურ მესერს ქმნიან. მოლეკულა არის ერთმანეთთან ბმულ ატომთა ჯგუფი, ნივთიერების უმცირესი ნაწილაკი, რომელსაც დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია. მოლეკულები მეტისმეტად პატარაა, იმისათვის,რომ შეუიარაღებელი თვალით დავინახოთ.

შრეები და ბმები
ატომთა უმრავლესობას რამდენიმე ელექტრული შრე აქვს. პირველ შრეს მხოლოდ 2 ელექტრონის დაკავება შეუძლია. მეორე და მესამე შრეებს 8 ელექტრონისა. თუმცა ზოგიერთ ატომს მესამე შრეზე თვრამეტამდე ელექტრონის დაკავება შეუძლია. როცა შრე შევსებულია ახალი შრის შევსება იწყება. ატომი განსაკუთრებით მდგრადია, როცა შევსებულია მისი გარე შრე.

უფრო მდგრადი რომ გახდეს ატომები ერთმანთს უკავშირდებიან. ამას ატომები:  ერთმანეთს უკავშირდებიან. ამას ისინი ელექტრონების გადაცემის, შეძენით ან სხვა ატომებთან დაწყვილების გზით ახერხებენ, რათა შევსებული ან უფრო მეტად შევსებული გარე შრე წარმოიქმნას.
მაგალითად, წყალბადის ორი ატომი ერთმანეთს უკავშირდება და მოლეკულას ქმნის. ისინი თავის ელექტრონებს აწყვილებენ, რაც ორივე ატომს დასრულებულ ელექტრონულ შრეს უქმნის.

ქიმიური ფორმულა
ქტომის სახელწოდების ჩვენება მისიი ქიმიური სიმბოლოს საშუალებით შეიძლება. ჩვეულებრივ, ეს რის მისი ინგლისური, ლათინური ან არაბული სახელწოდების პირველი ან პირველი ორი ასო.


ქიმიური ფორმულა გვიჩნებს, თუ რომელი ატომებისის რა თანაფარდობისგან შედგება მოცემული ნივთიერება. მაგალითად ნახშირბადის დიოქსიდის თითოეული მოლეკულა შედგება ნახშირბადის 1 ატომისგან და ჟანგბადის ორი ატომისაგან. ციფრი  ,,2" გვიჩვენებს მოლეკულაში ჟანგბადის ატომების რაოდენობას.
                                                                                                                                   

No comments:

Post a Comment