Saturday, October 20, 2012

                                       მოლეკულები

ატომები თავისუფალი სახით იშვიათად გვხვდება. ისინი ძირითადად ერთდებიან და მოლეკულურ ან კრისტალურ მესერს ქმნიან. მოლეკულა არის ერთმანეთთან ბმულ ატომთა ჯგუფი, ნივთიერების უმცირესი ნაწილაკი, რომელსაც დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია. მოლეკულები მეტისმეტად პატარაა, იმისათვის,რომ შეუიარაღებელი თვალით დავინახოთ.

შრეები და ბმები
ატომთა უმრავლესობას რამდენიმე ელექტრული შრე აქვს. პირველ შრეს მხოლოდ 2 ელექტრონის დაკავება შეუძლია. მეორე და მესამე შრეებს 8 ელექტრონისა. თუმცა ზოგიერთ ატომს მესამე შრეზე თვრამეტამდე ელექტრონის დაკავება შეუძლია. როცა შრე შევსებულია ახალი შრის შევსება იწყება. ატომი განსაკუთრებით მდგრადია, როცა შევსებულია მისი გარე შრე.

უფრო მდგრადი რომ გახდეს ატომები ერთმანთს უკავშირდებიან. ამას ატომები:  ერთმანეთს უკავშირდებიან. ამას ისინი ელექტრონების გადაცემის, შეძენით ან სხვა ატომებთან დაწყვილების გზით ახერხებენ, რათა შევსებული ან უფრო მეტად შევსებული გარე შრე წარმოიქმნას.
მაგალითად, წყალბადის ორი ატომი ერთმანეთს უკავშირდება და მოლეკულას ქმნის. ისინი თავის ელექტრონებს აწყვილებენ, რაც ორივე ატომს დასრულებულ ელექტრონულ შრეს უქმნის.

ქიმიური ფორმულა
ქტომის სახელწოდების ჩვენება მისიი ქიმიური სიმბოლოს საშუალებით შეიძლება. ჩვეულებრივ, ეს რის მისი ინგლისური, ლათინური ან არაბული სახელწოდების პირველი ან პირველი ორი ასო.


ქიმიური ფორმულა გვიჩნებს, თუ რომელი ატომებისის რა თანაფარდობისგან შედგება მოცემული ნივთიერება. მაგალითად ნახშირბადის დიოქსიდის თითოეული მოლეკულა შედგება ნახშირბადის 1 ატომისგან და ჟანგბადის ორი ატომისაგან. ციფრი  ,,2" გვიჩვენებს მოლეკულაში ჟანგბადის ატომების რაოდენობას.
                                                                                                                                   

Friday, October 19, 2012


          არამოლეკულური  აღნაგობის ნივთიერებები

  მეცნიერების განვითარებამ დაადასტურა, რომ ყველა ნივთიერება არ არის აგებული მოლეკულებიაგან ესეიგი არა აქვს მოლეკულური აღნაგობა

  მოლეკულური აღნაგობისაა მხოლოდ ის ნივთიერება, რომელიც სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში შედგება მოლეკულებისგან.

       მოლეკულური აღნაგობა აქვთ აირებს (აირები გარკვეულ პირობებში შეიძლება გადავიყვანოთ თხევად და მყარ მდგომარეობაში), სითხეებს, მათ შორის წყალს. და ზოგიეთ მყარ ნივთიერებებს: იოდს, ნაფტალინს, ქვიშას და სხვ.

       მყარი ნივთიერებების უმეტესობა არამოლეკულური აღნაგობისაა. მათი კრისტალები აგებულია ატომებისაგან ან სხვა ნაწილაკებისგან...
     მყარი ნივთიერებების შემადგენელი ნაწილაკები. სივრცეში განლაგებულია არა ქაოსურად, არამედ მოწესრიგებულად.





 ამ ფოტოზე გამოსახულია კრისტალური სტრუქტურა  




                                                   

Thursday, October 18, 2012

       ნივთიერების შედგენილობა-მოლეკულა, ატომი


ყველა საგანი, ცოცხალი თუ არაცოცხალი ბუნება და თვით ადამიანი ნივთიერებებისგან შედგება. მაგრამ რისგან შედგება თვით ნივთიერება? სადამდე შეიძლება დავიყვანოთ ნივთიერებს დაოფა? 2500 წლის წინ ბერძენმა ფილოსოფოსებმა დემოკრიტემ და ლევკიპემ გამოთქვეს მოსაზრება ატომების შესახებ. თუმცა ისინი ატომებს უწოდებდნენ იმას რასაც ჩვენ მოლეკულებს ვეძახდით ამიტომ მათ შეძლეს აეხსნათ მხოლოდ ფიზიკური მოვლენები. როგორიცაა მზიან ამინდში სველი ქსოვილის გაშრობა, სუნის გავრცელება, ცვეთა და სხვა...
                 დღეს ექსპერიმენტალურ საფუძველზე დამტკიცებულია მოლეკულების და ატომების არსებობა. 1860 წელს ქიმიკოსთა საერთოშორისო ყრილობაზ, ქ.კარსრულში, საყოველთაოდ აღიარეს ატომებისა და მოლეკულების ლიარული არსებობა და ჩამოაყალიბეს ცნებად:

   მოლეკულა არის ნივთიერების უმცირესი ნაწილაკი, რომელიც ინარჩუნებს ამ ნივთიერების შედგენილობას და ქიმიურ თვიებებს

ატომი არის ქიმიურად განუყოფელი უმირესი ნაწილაკი, რომელიც შედის მოლეკულის შედგენილობაში.

წარმოდფენები ატომებისა და მოლეკულების შესახებ გაერთიანებულა ატომურ-მოლეკულუ თეორიად. ამ თეორიის ძირითადი დებულებები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:


  1. ნივთიერებები იშლება არა უსასრულოდ, არამედ მოლეკულებამდე. ერთი და იგივე ნივთიერებების მლეკულები ერთნაირია.
  2. იზიკური მოვლენების დროს მოლეკულები არ იცვლებიან. ქიმიური მოვლენების დროს ერთი ნივთიერების მოლეკულები გარდაიქმნებიან სხვა ნივთიერების მოლეკულებად.
  3. მოლეკულები შედგება ატომებისაგან. ატომთა ცალკეულ სახეობას ქიმიური ელემენი ეწოდება. ერთი ელემენტის ატომებ ერთნაირია თუმცა განსხვავდება სხვა ელემენტის ატომებისაგან.
  4. ატომი ქიმიურად განუყოფელი ნაწილაკია. ატომები, მლეკულებისგან განსხვავეით ქიმიური მოვლენების დროს არ იცვლებიან. ისინი უცვლელად გადადიან ერთი ნივთიერების შედგენილობიდან მეორე ნივთიერების შედგენილობაში.
  5. ქიმიური რეაქციის სედეგად მიღებულ ახალ ნივთიერებათა მოლეკულები აგებულია იმავე ატომებისგან. რისგანაც შედგებოდა რეაქციაში მონაწილე ნივთიერება.
         6 .ატომები და მოლეკულები მუდმივად მოძრაობენ. რაც დასტურდება თუნდაც                      ქიმიური რეაქციებით.
 

როგორ შეიძლება დავამტკიცოთ რომ მოლეკულები და ატომები მოძრაობენ? 

თუ ოთახში დავდგამთ ნაფტალინის კრისტალებს ჩვენ ნამდვილად შევიგრძნობთ მის სუნს.








     

Wednesday, October 17, 2012

                                                    ატომის სტრუქტურა

   ატომები პაწაწინა ნაწილაკებია. ყოველივე არსებული ამ ნაწილაკებისგან შედგება. წარმოუდგენელია იმის წარმოდგენა რამდენად პატარაა ატომი. 100 მილიონი ატომი მხოლოდ 1 სანტიმეტრს შეადგენს, ხოლო ერთი თაბახის ფურცლის სისქე, შესაძლოა მილიონ ატომს უდრიდეს.

სუბატომური ნაწილაკები
ატომი შედგება კიდევ უფრო მცირე

ნაწილაკებისგან, რომლებსაც სუბატომურ
ნაწილაკებსაც უწოდებენ.
ყოველი ატომის შუაგულში მოთავსებულია
ბირთვი. იგი ორი სახის სუბატომურ ნაწილაკებს-
პროტონებსა და ნეიტრონებს-შეიცავს

მესამე სახის სუბატომური
ნაწილაკები, რომლებსაც
ელექტრონები ეწოდება, ბირთვის გარშემო
მოძრაობენ. ელექტრონები განლაგდებიან
განსხვავებულ დონეებზე ანუ შრეებზე.
ყოველ შრეზე ელექტრონებს განაზღვრული
რაოდენობა ეტევა. როცა ერთი შრე ივსება. იწყება ახლის შევსება.

ელექტრული მუხტები

სუბატომურ ნაწილაკებს, 

რომელთაგანაც ატომი შედგება,
ერთმანეთთან ელექტრული
ძალები აკავებს. საწინააღმდეგო
ნაწილაკები ერთმანეთს იზიდავენ.

პროტონებს დადებითი მუხტი
აქვს, ხოლო ელექტრონებს-
უარყოფითი. ნეიტრონებს
ელექტრული მუხტი საერთოდ
არ გააჩნიათ, ამიტომ ისინი
ნეიტლარულია.
  



რამოდენიმე ცდა:

1. ჟანგბადით სავსე ციინდრში შევიტანოთ ჰაერზე მბჟუტავინახშირი. შევამჩნევთ, რომ იგი სითეთრემდე გავარვარდება და უალოდ დაიწვება. წვა ჰაერშიც ხდება, მაგრამ სუფტა ჟანგბადში უფრო ენერგიულად მიმდინარეობს. 

2. წყლიან სინჯარაში ან მინის ჯამში ჩავაგდოთ ნატრიუმის პატარა ნაჭერი. შევამჩნევთ, რომ ნატრუმი წყლის ზედაპირზე ტივტივებს, რეაქციის დროს გამოყოფილი სითბოს ხარჯზე ლღვება და შიშინით გამოყოფს აირს. თუ ანთებულ სანთელს მივუახლოვებთ, აირი აალდება და ალმოდებული მეტალი აგრძელებს ,,სირბილს" წყლის ზედაპირზე.

3. ფაიფურის ჯამში ფრთხილად ჩავყაროთ მცირე რაოდენობით კალციუმის ოქსიდი და ფრთხილად დავასხათ წყალი. რას შეამჩნევთ?
      რეაქცია მიმდინარეობს დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფით. გამოყოფილი სითბოს ხარჯზე წყალი იწყებს დუღილს.